მუშტაიდის ბაღში სოციალური ორგანიზაციების ბენეფიციართა ხელნაკეთი პროდუქცია გამოიფინება

საქართველო, თბილისი - 2009-10-23 21:43:00

24 ოქტომბერს, მუშტაიდის ბაღში გაიმართება სოციალური ორგანიზაციების ბენეფიციართა ხელნაკეთი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა: "ვიზრუნოთ ერთმანეთზე".  

ღონისძიება ტარდება "თბილისობის" დღესასწაულის ფარგლებში. მისი ორგანიზატორია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.

ღონისძიება ტარდება პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი გერმანული ფონდის EED-ის მხარდაჭერით.