ცხრა თვეში ავტომობილების ქურდობის 118 ფაქტი დაფიქსირდა

საქართველო, თბილისი - 2009-10-23 18:58:00

საქართველოს შსს-ის მიერ გამოქვეყნებული რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით მიმდინარე წლის 9 თვეში რეგისტრირებულია ავტომანქანის ქურდობის 118 ფაქტი. ძარცვის - 10; ყაჩაღობის - 24.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, გახსნილია ქურდობის 56 საქმე, ძარცვის - 7 და ყაჩაღობის 11 საქმე.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად გამოიყურება. რეგისტრირებული იყო ავტომობილების ქურდობის 171 შემთხვევა; ძარცვის - 24; ყაჩაღობის - 99 ფაქტი, რომელთაგან გახსნილია ქურდობის 43; ძარცვის - 14, ხოლო ყაჩაღობის - 28 შემთხვევა.

ცნობისთის, 2009 წლის 9 თვეში საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულია დანაშაული 28 ათას 421 ფაქტი, რომელთაგან გახნილია 12 ათას 566 დანაშაული, რაც საერთო მაჩვენებლის 44,2 პროცენტს შეადგენს.