საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმომადგენელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ლევან გილიგაშვილმა (75 კგ წონით კატეგორია) აწია 185 კგ და დაამყარა მსოფლიო რეკორდი წოლჭიმში, სპეციალური ოპერაციების ცენტრის თანამშრომელმა გელა გელაშვილმა (100 კგ წონით კატეგორია) აწია 90 კგ და დაამყარა მსოფლი რეკორდი ბიცეფსებით'წონის აწევაში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ლევან ციციშვილმა, რომელიც ჩემპიონატში 90 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, 97 კგ აწია და ბიცეფსებით წონის აწევაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.