საერთაშორისო სავალუტო ფონდი კვიპროს 1 მლრდ ევროს კრედიტით დაეხმარება

საქართველო, თბილისი - 2013-04-04 13:23:00

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის კრისტიან ლაგარდის განცხადებით, კვიპროსის ფინანსური დახმარების 10 მილიარდიან პროგრამაში, 1 მლრდ ევროს სავალუტო ფონდი გამოჰყოფს, რომელსაც კვიპროსი 3 წლის განმავლობაში მიიღებს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჯგუფმა კვიპროსის მთავრობასთან ეკონომიკურ პროგრამაზე შეთანხმებას მიაღწია, რომელსაც ერთობლივად სავალუტო ფონდი, ევროკავშირი და ევროპის ცენტრალური ბანკი მხარს დაუჭერენ ", - განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.

კრისტიან ლაგარდი იმედოვნებს, რომ ფონდის საბჭო თანხის გამოყოფას მაისის დასაწყისში დათანხმდება.