sony საქართველოში ვიზუალური ხელოვნების აკადემიის გახსნას გეგმავს. იაპონური კომპანიის წარმომადგენლები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი. შეხვედრაზე მხარეებმა ის პროექტები განიხილეს, რომლის განხორციელებასაც sony საქართველოში აპირებს.