საქართველოს უმსხვილესი კომპანია ზედიზედ მეორე წელია არის - სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი, რომელიც აზერბაიჯანიდან ნავთობის ექსპორტით არის დაკავებული და ავტოგასამართი სადგურების ქსელიც გააჩნია საქართველოს მასშტაბით, კომპანია საქართველოს საწვავის იმპორტის თითქმის 70%-ის მომწოდებელია. საწვავი და ნავთობპროდუქტები საქართველოში უმხვილეის საიმპორტო ჯგუფია.
უმსხვილესი კომპანიების ათეულში შედიან - ტოიოტა კავკასია, სან პეტროლიუმ ჯორჯია (გალფი), ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია, საქართველოს რკინიგზა, ლუკოილ ჯორჯია, ჯორჯიან მარგანეზი, რუსთავის აზოტი, ბიპი და ტოიოტა ცენტრი თბილისი.
რაც შეეხება ცალკეულ სექტორებს:
ნავთობკომპანიებს შორის უმსხვილესი კომპანიაა - სოკარ პეტროლიუმ ჯორჯია, ენერგო კომპანიებს შორის - საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია; ავტოდილერებს შორის - ტოიოტა კავკასია; ტრასპორტის და ლოჯისტიკა - საქართველოს რკინიგზა; მძიმე ინდუსტრია - ჯორჯიან მარგანეზი; კომუნიკაციები - მაგთიკომი; მშენებლობა - კავკაზუს როუდ პროჯექტი; თამბაქოს რეალიზაცია - ელიზი ჯგუფი; აზარტული თამაშები - ლიდერბეთი; ფარმაცია და მედიცინა - ავერსი ფარმა; კვების პროდუქტების, სასმელებით ვაჭრობა და დისტრიბუცია - აიდიეს ბორჯომი.
კვლევას - ,,საქართველოს ტოპ 50 კომპანია'' ილიაუნი ბიზნეს რევიუ ყოველწლიურად აქვეყნებს.