"პროკრედიტ ბანკმა აღნიშნული ჯილდო მერვედ მიიღო, რაც ბანკის
მომსახურების მაღალ ხარისხზე ნათლად მიუთითებს. ვცდილობთ
მომხმარებელს მაქსიმალურად სწრაფი, უსაფრთხო და ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ. 2012 წლის მონაცემებით მიღებული მაღალი მაჩვენებელი, დადებითად მეტყველებს როგორც ბანკის, ისე ქვეყნის იმიჯზე."- განმარტავს "პროკრედიტ ბანკის" საკორესპონდენტო განყოფილების უფროსი ნინო ყორღანაშვილი.
"პროკრედიტ ბანკი" მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ
მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში,
რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ
სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს
დაიწყო და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 58 ფილიალს მოიცავს. პროკრედიტ
ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან Fitch Ratings მინიჭებული აქვს
BBრეიტინგი, რომელიც ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია
საქართველოში. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია,
რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს აღმოსავლეთ ევროპის თერთმეტ,
ლათინური ამერიკის შვიდ და აფრიკის სამ ქვეყანაში. პროკრედიტ ჯგუფს
სათავეში უდგას სს პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი, გერმანია).
პროკრედიტ ჯგუფი გერმანიის საბანკო ზედამხედველობის ორგანოსა და
ცენტრალური ბანკის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.