"სამწუხაროდ, შარშან, მეორე კვარტლიდან დაიწყო უცხოური ინვესტიციების შემცირების ტენდენცია. სამი კავარტლის განმავლობაში იყო შემცირებული. ჩვენ საკმაოდ იმედიანად ვართ, როგორც მე, ისე ეკონომიკის და ენერგეტიკის მინისტრები ვხვდებით უცხოელ ინვესტორებს. საქართველოთი დაინტერესებულია გერმანია, პოლონეთი, უკრაინა, ისრაელის წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრა გვქონდა. გარდა ამისა, აზიის განვითარების ბანკი გვპირდება, რომ უახლოეს მომავალში ჩაატარებს ბიზნეს-კონფერენციას და აზიის ქვეყნებიდან ბიზნესმენებს მოიწვევს, ვფიქრობთ, ამ თავლსაზრისითაც, ეს წელი განსაკუთრებული იქნება. პირველი კვარტლის მონაცემებს "საქსტატი" ითვლის და გამოაქვეყნებს", - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენებიც გამოთქვამენ დაინტერესებას.