როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, ბიუჯეტის შესრულებისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების პოზიტიური მაჩვენებლები ადასტურებს, რომ ქვეყანაში გაუმჯობესებულია ეკონომიკური გარემო, გაზრდილია ბიზნესაქტივობა, მათ შორის, მცირე და საშუალო საწარმოთა ბრუნვა. პირველი კვარტლის მონაცემები მიუთითებს, რომ 2013 წლის ბიუჯეტის შესრულებას არანაირი პრობლემა არ შეიქმნება და მთავრობა შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს.