ფინანსთა მინისტრი 2013 წლის ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების მაჩვენებლებს შეაჯამებს

საქართველო, თბილისი - 2013-04-03 08:20:00

დღეს, 3 აპრილს, 11 საათზე, ფინანსთა მინისტრი, 2013 წლის ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების მაჩვენებლებს შეაჯამებს.

როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მართავს ბრიფინგს, რომლის თემაც 2013 წლის ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების მაჩვენებლები იქნება.