ნოდარ ხადური ქვეყნის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შესახებ პრეზენტაციას დაესწრება

საქართველო, თბილისი - 2013-04-02 08:35:00

დღეს, 2 აპრილს, 11:00 საათზე, „შერატონ მეტეხი პალასში" ქვეყნის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, პრეზენტაციას საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური დაესწრება.

ქვეყნის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პრეზენტაცია დონორი და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის იმართება.