სწრაფი გადახდის აპარატებით სატელეფონო მომსახურების ბალანსის შევსების პირობები იცვლება

საქართველო, თბილისი - 2013-04-01 08:42:00

სწრაფი გადახდის აპარატებით სატელეფონო მომსახურების ბალანსის შევსების პირობები იცვლება. მობილური ოპერატორების მომხმარებლები ხვალიდან, 1-ლი აპრილიდან, თავად გადაიხდიან ბალანსის შევსების საკომისიოს.

საკომისიოს ოდენობას ინდივიდუალურად განსაზღვრავს თითოეული სწრაფი გადახდის კომპანია.

ანგარიშის შევსება საკომისიოს გადახდის გარეშე კვლავაც შესაძლებელი იქნება სხვა ალტერნატიული გადახდის საშუალებების გამოყენებისას - სასაუბრო ბარათები, ოპერატორების სერვის ცენტრები და ოპერატორების ვებგვერდები.