ხადური: დაზარალებული მუნიციპალიტეტები დამატებით ტრანსფერს მიიღებენ

საქართველო, თბილისი - 2013-03-28 10:54:00

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, დაზარალებული მუნიციპალიტეტებეი დამატებით ტრანსფერს მიიღებენ.

როგორც მან მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, სტიქიის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი დაახლოებით, 6 მლნ ლარს შეადგენს.

მისი თქმით, ყველა ის მუნიციპალიტეტი დამატებით ტრანსფერს მიიღებს ამ 6 მილიონის ფარგლებში, იმის და მიხედვით, თუ რომელ რაიონში რა მდგომარეობაა.

"და შეივსება ის დანახარჯი, რომელსაც მანამდე გაწევენ ბიუჯეტიდან", - განაცხადა ხადურმა.

მთვრობის კანცელარიაში ამ წუთებში მთვრობის სხდომა მიმდინარეობს. განსახილველ საკითხებს შორის სტიქიის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი და სარეაბილიტაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებია.