37 ავტომობილიდან ყველაზე ძვირი "RANG ROVER SPORT"-ია, რომლის საწყისი ღირებულებაც 69 ათას 157.7 ლარია.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ავტომობილები პირველად აუქცინზე არ გაიყიდა, რადგანაც მომსახურეობის სააგენტოში სათანადო განაცხადი არავის წარუდგენია. მეორედ აუქციონზე კი მათი ღირებულება 15 %-ით შემცირდა.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული 50-მდე ძვირადღირებული ავტომობილმ აუქციონზე გაიტანა. უნდა აღინიშნოს, რომ გასასხვისებელი ავტომობილებიდან რამდენიმე მოქალაქემ საკუთარი ავტომობილი ამოიცნო. მათი თქმით, მანქანები ძველი ხელისუფლების დროს უკანონოდ გადააფორმებინეს.