საქსტატმა რეგიონული სტატისტიკის პუბლიკაცია მოამზადა
საქართველო, თბილისი - 2013-03-27 11:20:00
![]()
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა რეგიონული სტატისტიკის პუბლიკაცია მოამზადა. პუბლიკაციაში შეტანილია მონაცემები რეგიონულ ჭრილში სხვადასხვა სექტორის მიხედვით. როგორიცაა: მოსახლეობა, ეკონომიკური აქტივობა, ბიზნეს სექტორი, მრეწველობა, მშენებლობა, მომსახურების სფერო, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და სხვა.