"საქსტატმა" ენერგეტიკული ბალანსის სტატისტიკურ მონაცემებზე დაიწყო მუშაობა

საქართველო, თბილისი - 2013-03-26 11:07:00

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მუშაობა დაიწყო ენერგეტიკული ბალანსის სტატისტიკურ მონაცემებზე. აღნიშნული სამუშაო პროცესის ტექნიკურ მხარდაჭერას პროგრამა INOGATE ახორციელებს. ამ მიზნით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით INOGATE-ის ტექნიკური სამუშაო ჯგუფი იმყოფება.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და პროგრამა INOGATE-ს შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, "საქსტატი"" ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან თანამშრომლობით შეიმუშავებს ენერგეტიკულ მონაცემთა ერთიან ბაზას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგოსექტორის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავებას.