ამირან ტოტიკაშვილმა დიუსელდორფის ტურნირისთვის ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველო, თბილისი - 2010-02-19 10:52:00

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა 20-21 თებერვალს დიუსელდორფში გასამართი ტურნირისთვის შემადგენლობა დაასახელა. 

საქართველოს ნაკრები გერმანიაში 13 ძიუდოისტით იასპარეზებს.

დიუსელდორფში კი 81 კილოგრამის გარდა ყველა წონაში ორი სპორტსმენი იჭიდავებს.

60 კგ- ბეთქილ შუკვანი, ნესტორ ხერგიანი
66კგ- შალვა ქარდავა, მინდია ხომიზური
73კგ- თენგიზ პაპოშვილი, ამბაკო ავალიანი
81კგ- იოსებ წელაური
90კგ- ვარლამ ლიპრტელიანი, საბა გავაშელიშვილი
100კგ- ზურაბ ზვიადაური, დავით ლორიაშვილი
+100კგ- ლაშა გუჯეჯიანი, ზვიად ხანჯალიაშვილი