აჭარის სანაპირო ზოლში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა 2-დან 3 მილიონ ლარამდეა, აღნიშნულ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, ძლიერმა შტორმმა ბათუმის სანაპირო მნიშვნელოვნად დააზიანა. ახალ ბულვარში შტორმმა ბილიკი წაიღო, დაიტბორა ხიმშიაშვილის ქუჩა, აეროპორტის გზაზე დაზიანდა მწვანე ნარგავები და განათების ბოძები, დანაგვიანდა სანაპირო ზოლი.ოფიციალური ინფორმაციით, შტორმის სიმძლავრემ 6 ბალი შეადგინა.შტაბთან დაკავშირება შესაძლებელია აჭარის მთავრობის აპარატში ამოქმედებული ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე 27-20-01