რეფინანსირების სესხების აუქციონზე 70 მლნ ლარის სესხი გაიცა

საქართველო, თბილისი - 2013-03-22 14:09:00

21 მარტს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N12, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ერთ კომერციულ ბანკს. მინიმალური, მაქსიმალური და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 4.81 პროცენტით განისაზღვრა.