2012 წელს სამინისტროს მიერ შესყიდულია ორი ერთეული "სედანის" ტიპის ავტომანქანა "ფოლცვაგენ პასატი", თითოეულის ღირებულება 49 ათას 500 ლარს შეადგენს.
2012 წლის 1-ელი აგვისტოდან დღემდე სოფლის მეურნეობის მინისტრის ქვეყნის გარეთ განხორციელებულ სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამუივლინებო ხარჯმა 10723,72 ლარი შეადგინა. ასევე ქვეყნის შიგნით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაზე, სადაც ქართული აგროსასურსათო პროდუქციისა და ალკოჰოლური სასმელების პოპულარიზაცია მოხდა, დახარჯულია - 116 ათას 211 ლარი