"საქსტატის" ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობისა (17,2 პროცენტი) და ვაჭრობის (16,6 პროცენტი) დარგები, შემდგომ
პოზიციებს იკავებს სახელმწიფო მმართველობა (11,2 პროცენტი), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,6 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა(8,4 პროცენტი), მშენებლობა (7,3 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური დახმარება (6,0 პროცენტი).
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში (16,4 პროცენტი), საფინანსო შუამავლობაში (15,0 პროცენტი), სასტუმროებსა და რესტორნებში (11,8 პროცენტი), მშენებლობაში (11,4 პროცენტი), კავშირგაბმულობაში(9,6 პროცენტი), სხვა კომუნალური,
სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევაში (8,2 პროცენტი).
ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ვაჭრობა (7,3 პროცენტი), ტრანსპორტი (5,9 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (4,2 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (3,2 პროცენტი), განათლება (2,4 პროცენტი),
სამთომოპოვებითი მრეწველობა (2,0 პროცენტი) კლება დაფიქსირდა სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევჭერის დარგში (3,3 პროცენტი), შინამეურნეობების მიერ პროდუქციის გადამუშავებაში (2,0 პროცენტი),
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში (0,9 პროცენტი).