ნოდარ ხადური კომპანია "Asseco Group"-ის წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 2013-03-20 09:26:00

დღეს,20 მარტს 13:00 საათზე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კომპანია "Asseco Group"-ის წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, Asseco Group პოლონური კომპანიაა, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიბის სფეროში მუშაობს.

საქართველოში კომპანიის წარმომადგენელთა ჩამოსვლის მიზანია, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გაცნობა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციითვე, 16:00 საათზე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის შეხვედრა იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (JICA)- ს მისიასთან.