ნოდარ ხადური კომპანია "Asseco Group"-ის წარმომადგენლებს შეხვდება
საქართველო, თბილისი - 2013-03-19 18:03:00
![]()
ხვალ, 20 მარტს 13:00 საათზე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური კომპანია "Asseco Group"-ის წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, Asseco Group პოლონური კომპანიაა, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიბის სფეროში მუშაობს. საქართველოში კომპანიის წარმომადგენელთა ჩამოსვლის მიზანია, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გაცნობა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციითვე, 16:00 საათზე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის შეხვედრა იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (JICA)- ს მისიასთან.