ეკა ტყეშელაშვილი პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 2010-02-18 15:26:00

 ხვალ, 19 თებერვალს, 10:00 საათზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი ოფიციალურ შეხვედრას გამართავს პოლონეთის სახელმწიფო მდივანთან, პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელ ალექსანდერ შჩიგლოსთან. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, 10:50 ხელი მოეწერება „2010-2011 წლებში პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შორის თანამშრომლობის გეგმას". დოკუმენტის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ (11:00 საათზე) ეკა ტყეშელაშვილი და ალექსანდრე შჩიგლო ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

შეხვედრა გაიმართება უშიშროების საბჭოს აპარატში (ინგოროყვას 7, სახელმწიფო კანცელარია, მე-7 სართული). ხელმოწერის ცერემონიალი და პრესკონფერენცია კი გაიმართება მთავრობის სხდომათა დარბაზში მე-12 სართულზე.