რეფინანსირების სესხების აუქციონზე 3,2 მლნ ლარის სესხი გაიცა

საქართველო, თბილისი - 2013-03-14 13:37:00

დღეს, 14 მარტს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N11, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 3 200 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ერთ კომერციულ ბანკს. მინიმალური, მაქსიმალური და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 4.88 პროცენტით განისაზღვრა.