ეროვნული აკადემიის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცემათ

საქართველო, თბილისი - 2009-10-23 08:49:00

დღეს, 23 ოქტომბრს, 12:00 საათზე, კრწანისის სასწავლო ცენტრში თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში კაპიტნის საკარიერო კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცემათ.

ცერემონიას თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელები დაესწრებიან.