სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

საქართველო, თბილისი - 2013-02-18 09:38:00

სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. არჩევნებს წინ უძღვოდა რამდენიმე სკანდალი - თავდასხმა პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატზე, საპროტესტო შიმშილობები და ა.შ.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ყველაზე ძლიერი პოზიცია ამჟამინდელ პრეზიდენტს სერჟ სარკსიანს აქვს, რადგანაც მისმა ანგარიშგასაწევმა კონკურენტებმა საკუთარი კანიდატურები დამატებითი ახსნა-განმარტებების გარეშე მოხსნეს.

თითქმის ყველა კანიდატის საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტი უმუშევრობის დაძლევა, ეკონომიკის გაჯანსაღება და მთიანი ყარაბახის საკითხები იყო.