მათივე ინფორმაციით, შენობისათვის ცეცხლის გახსნას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თავად შენობა კი უმნიშვნელოდ დაზიანდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაღესტანში შეიარაღებული თავდასხმები სამართალდამცავ ორგანოებზე გახშირდა. ცეცხლი გაუხსნეს პოლიციის თანამშრომელს, რომელიც მძიმე ჭრილობებით ჰოსპიტალიზებულია. ააფეთქეს პოლიციის მანქანა რასაც ასევე პოლიციის თანამშრომლის მძიმედ დაჭრა მოჰყვა. ამას გარდა გასული 24 საათის განმავლობაში სამხედროთა კოლონის გზაზე ბომბი ააფეთქეს.