მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

საქართველო, თბილისი - 2013-02-11 13:45:00

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის რეგისტრაციის პროცესი 11 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით იწარმოებს.

სამინისტროში განმარტავენ, რომ წელს სერტიფიცირების პროცესი ესთეტიკური აღზრდის პედაგოგებისთვისაც იწყება - მსურველები სპეციალობის გამოცდის ჩაბარებას წელს პირველად შეძლებენ.

მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge