საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 2013-01-24 19:16:00

ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ვიქტორ იანუკოვიჩთან დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას, საქართველოს მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდნენ. უკრაინულ მხარეს უკრაინის ვიცე-პრემიერი ლეონიდ კოჟარა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი გოჩარუკი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იური ბოიკო წარმოადგენდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.