აზერბაიჯანში საქართველოს მიმართულებით მოძრავი მატარებელი რელსებიდან გადავიდა
საქართველო, თბილისი - 2013-01-13 14:20:00
![]()
აზერბაიჯანიდან საქართველოს მიმართულებით მომავალი, ნავთობპროდუქტებით დატვირთული მატარებლის სამი ვაგონი-ცისტერნა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მეხანძრეები ხანძარს ხუთი საათის განმავლობაში აქრობდნენ.
არსებული ინფორმაციით, მატარებელი ბაქოდან ბათუმის მიმართულებით მიდოდა.