საქართველო - პორტუგალიის სარაგბო მატჩი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2010-02-13 10:48:00

დღეს, 17:00 საათზე ლისაბონში საქართველო-პორტუგალიის სარაგბო მატჩი გაიმართება. ქართველი მორაგბეები უკვე პორტუგალიაში იმყოფებიან.

აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს ნაკრებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს - გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატის საგზურს ვადზე ადრე მოიპოვებს.

ქართველი მორაგბეები პორტუგალიას სრული შემადგენლობით ეწვივნენ.