დაღესტანში სამი შენობა დაწვეს

საქართველო, თბილისი - 2013-01-05 18:43:00

დაღესტანში სამი შენობა დაწვეს. შენობები მაგომედალი ამირხანოვის ოჯახს ეკუთვნოდა, რომელსაც ბრალად ედება შეიხ საიდ აცაევის მკვლელობა.

ამირხანოვის ნათესავები აცხადებენ, რომ შენობები გამიზნულად გადაწვეს. ზარალის საერთო ოდენობა, წინასწარი გათვლებით, დაახლოებით 3 მილიონ რუსულ რუბლს შეადგენს.

რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, ამირხანოვი გიმრის დაჯგუფებაში შედიოდა.