საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გარემოსდაცვით ღონისძიებას უმასპინძლებს

საქართველო, თბილისი - 2009-10-22 18:21:00

 2010 წელს საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გარემოსდაცვით ღონისძიებას უმასპინძლებს. ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტში სამთავრობო საათზე გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ გააკეთა.

მისი თქმით, ეს იქნება "რამსარის კონვენციის~ გასვლითი სხდომა და იგი მისი ადგილსამყოფელის _ ჟენევის ფარგლებს გარეთ არასოდეს ჩატარებულა.

ხაჩიძის ინფორმაციით, ფორუმი აჭარაში გაიმართება და მასში მონაწილეობას ასამდე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს.

"საქართველოში ასეთი ფართომასშტაბიანი ფორუმის ჩატარება ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებობს დიდი დაინტერესება~, _ განაცხადა ხაჩიძემ.

როგორც მან აღნიშნა, მსგავსი წარმომადგენლობითი ღონისძიებები ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებასაც.

"რამსარის კონვენცია~ მტკნარი წყლებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვას ითვალისწინებს და მასზე საქართველოც არის მიერთებული.