აღმოჩენილია შექსპირის "ახალი" პიესა

საქართველო, თბილისი - 2009-10-22 15:52:00

ბრიტანელმა მკვლევარმა სერ ბრაიან ვირკესმა, რომელიც შექსპირის მოღვაწეობას სწავლობს, განაცხადა, რომ 1596 წელს ანონიმურად გამოქვეყნებული პიესა "მეფე ედუარდ III-ის მმარველობა" შექსპირს ეკუთვნის. ვირკესმა გამოიყენა პლაგიატის აღმოჩენის პროგრამა და დაადგინა, რომ პიესაში ავტორის მიერ გამოყენებული ლექსიკა ემთხვევა შექსპირის ადრეული ნაწარმოებების ლექსიკას. 


მკვლევარმა აღმოაჩინა 200-მდე ერთნაირი ფრაზა აღნიშნულ ნაწარმოებსა და შექსპირის სხვა ადრეულ ნაწარმოებებს შორის.