წელს საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთსა და რუსეთში განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 2009-10-22 15:21:00

საქართველომ წელს პირველად ელექტროენერგიის ექსპორტის განხორციელება დაიწყო. როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, ელექტროენერგიის ექსპორტი უკვე 4 მიმართულებით - აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთსა და რუსეთში განხორციელდა. 

მისივე განმარტებით, რუსეთში ელექტროენერგიის გატანა, შესაძლოა, ზამთარშიც მოხდეს.

"ზაფხულში ელექტროენერგიის ჭარბი მარაგის ექსპორტის საშუალება მოგვეცა. ზფხულის ჭარბი მარაგი წელს პირველად აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთსა და რუსეთში გავიტანეთ", - განმარტა ხეთაგურმა.

აღნიშნული საკითხით მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დაინტერესრა.