საქართველო - გემანიის სარაგბო მატჩი დიდთოვლობის გამო 15:00 საათზე დაიწყება

საქართველო, თბილისი - 2010-02-06 14:46:00

საქართველო - გემანიის სარაგბო მატჩი დიდთოვლობის გამო 15:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებ - გვერდი იუწყება. 

სტადიონის თოვლისაგან გაწმენდა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 14:00 საათზე უნდა გამართულიყო.