მისი განმარტებით, საუბარია იმ საერთაშორისო პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, საერთაშორისო მისიებში სამსახურისას სამხედროებს დროებით აძლევენ უფრო მაღალ სამხედრო ჩინს, რათა ერთობლივი მოქმედებებისას სუბორდინაცია არ დაირღვეს და დანაყოფის მეთაურმა შეძლოს, სამხედრო თვალსაზრისით სამართლებრივად დაიქვემდებაროს დანაყოფი.
როგორც თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე განმარტავს, ეს იქნება წოდების მხოლოდ დროებითი მინიჭება და საერთაშორისო მისიიდან დაბრუნებულ სამხედრო პირს ავტომატურად შეუწყდება.
რაც მთავარია, იგი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ეს პრინციპი ძალიან ბევრ ქვეყანაში ხორციელდება და ამას საერთაშორისო პრაქტიკა ითვალისწინებს.