აშშ-ში მენინგიტის იშვიათი ფორმით 15 ადამიანი გარდაიცვალა, დაავადებულია - 205

საქართველო, თბილისი - 2012-10-15 10:09:00

აშშ-ში მენინგიტის იშვიათი ფორმით დაავადებულთა რაოდენობამ 205 ადამიანს მიაღწია. გარდაცვლილია 15 ადამიანი. ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი იტყობინება.

მედიკოსების მონაცემებით, ინფექციის წყარო გახდა ზურგის ტკივილის მკურნალობისთვის განკუთვნილი სტეროიდის ამპულები.

ამპულებს აშშ-ში მასაჩუსეტსის შტატში აწარმოებენ. ამ დროისთვის მწარმოებლებმა ამპულების მთელი პარტია ქსელიდან ამოიღეს.

წინასწარი მონაცემებით, მისი გამოყენება 14 ათასამდე ადამიანს შეეძლო.