პატრიარქის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიასთან დაკავშირებით "ახალგაზრდული ფორუმი" შეკრებას გამართავს
საქართველო, თბილისი - 2009-10-22 09:29:00
![]()
დღეს, 22 ოქტომბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო "კოლხში""ეროვნული ფორუმის" ახალგაზრდული ორგანიზაცია "ახალგაზრდული ფორუმი" გამართავს შეკრებას, რომელიც შეეხება ბოლო დღეებში საქართველოს საპატრიარქოსა და მისი უწმინდესობის წინააღმდეგ აგორებულ მკრეხელურ კამპანიას.
შეხვედრას დაესწრებიან ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების, არასამათავრობო ორგანიზაციებისა და სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლები.