გაგა ნახუცრიშვილი ლექსების არაერთი კრებულის ავტორია. არის ლიტერატურული პრემია "საბას" ლაურეატი.
კრებულში "გოგო და ევროპა", ახალ ლექსებთან ერთად თავმოყრილია მის მიერ ბოლო ოცი წლის განმავლობაში დაწერილი საუკეთესო პოეტური ნაწარმოებები.
პრეზენტაცია გაიმართება სპეციალურად მოწყობილი სლაიდ-შოუს თანხლებით, ჩატარდება ლექსების კითხვის საღამო, გაიყიდება საგანგებოდ საღამოსთვის დამზადებული მაისურები, რომელზედაც გაგა ნახუცრიშვილის ლექსებიდან ციტატებია განთავსებული.