მარიამ ქევხიშვილმა წელს მეორე ტურნირი მოიგო

საქართველო, თბილისი - 2010-02-03 20:03:00

30 იანვარს ტეხასის შტატის ქალაქ გენშვილში გამართულ საუნივერსიტეტო პირველობის მორიგ ეტაპზე ბირთვის მკვრელმა მარიამ ქევხიშვილმა წლეულს მეორე ტურნირი მოიგო.

მარიამ ქევხიშვილმა ბირთვი 18.19 მეტრზე სტრორცნა და ტურნირში პირველი ადგილი მოიპოვა.

15-16 იანვარს ქალაქ ლექსინგტონში მოგებული ამერიკის საუნივერსიტეტო პირველობის პირველი ეტაპზე მარიამ ქევხიშვილმა ბირთვი 18.47 მეტრზე ისროლა.