დაღესტანში სამხედრო ვერტმფრენი დაიკარგა

საქართველო, თბილისი - 2012-09-08 18:12:00

დაღესტანში სამხედრო ვერტმფრენი მი-35 დაიკარგა. ვერტმფრენთან, რომელიც სამხედრო კოლონას თანამგზავრობას უწევდა კავშირი გაწყდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კოლონა ორი ვერტმფრენის თანხლებით გადაადგილდებოდა.

მეტეოპირობები იყო ძალიან ცუდი, რის გამოც ვეტმფრენმა კატასტროფა განიცადა, ეკიპაჟის სამივე წევრი დაიღუპა,- იტყობინება დაღესტნის შსს.