წყალდიდობის შედეგად ქალაქი ოზურგეთი და რამდენიმე სოფელი დაიტბორა
საქართველო, თბილისი - 2012-08-29 15:32:00
![]()
წყალდიდობა გურიაში, გავრცელებული ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად ქალაქი ოზურგეთი და რამდენიმე სოფელი დაიტბორა. უცაბედად მოვარდნილი წყლის გამო, რამდენიმე საათით შეუძლებელი იყო ტრანსპორტით გადაადგილება. რეგიონში მობილიზებულია სამაშველო სამსახურები, რომლებიც მოსახლეობას სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ეხმარებიან.