პარტიებს საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრაციის ვადა ხვალ ეწურებათ

საქართველო, თბილისი - 2012-08-04 13:14:00

პოლიტიკურ პარტიებს საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანისთვის ვადა ხვალ, 5 აგვისტოს, 18:00 საათამდე აქვთ.
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ რეგისტრაციაზე განაცხადი, ბოლო მონოცემებით, 38 პარტიას აქვს შეტანილი .

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შეტანილი განცხადებებიდან, დღეისთვის რეგისტრაცია 13 პარტიამ გაიარა.

ესენი არიან: "ახალი მემარჯვენეები", "მერაბ კოსტავას საზოგადოება", "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", "თავისუფალი საქართველო", "კონსერვატიული პარტია", "ევროპელი დემოკრატები," "ქართული დასი," "მწვანეთა პარტია", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო", "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები", "ეროვნული ფორუმი" და "ლეიბორისტული პარტია".

საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.