ადგილობრივმა თვითმმართველობებმა 11 აგვისტომდე სააგიტაციო მასალების განთავსების რეგულირება უნდა დააწესონ
საქართველო, თბილისი - 2012-08-03 11:21:00
![]()
ადგილობრივმა თვითმმართველობებმა რაიონულმა მუნიციპალიტეტებმა, საკრებულოებმა და გამგეობებმა 11 აგვისტომდე უნდა გამოაქვეყნონ იმ შენობა-ნაგებობების სია, სადაც სააგიტაციო მასალების გამოქვეყნება აიკრძალება.
თუმცა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სააგიტაციო პლაკატების გამოქვეყნება იკრძალება სახელმწიფო დაწესებულებებში, პოლიციის შენობებსა და კულტურული ღირებულების მქონე შენობა-ნაგებობებში.