"ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნო კამპანიას ხვალიდან დაიწყებს

საქართველო, თბილისი - 2012-08-01 17:17:00

"ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნო კამპანიას ოფიციალურად ხვალიდან, 2 აგვისტოდან დაიწყებს, _ აღნიშნულის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში უმრავლესობის წარმომადგენელმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა.

"მას შემდეგ, რაც არჩევნების თარიღი გამოცხადდა, "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნო კამპანიას ოფიციალურად შეუდგება", _ განაცხადა გაბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.