ქუთაისში მთავრობის სხდომა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2012-07-31 18:21:00

ხვალ, 1-ელ აგვისტოს, საქართველოს მთავრობის სხდომა ქუთაისში გაიმართება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" სახელმწიფო კანცელარიიდან აცნობეს, სხდომა ქუთაისში, მთავრობის სახლში, 12:00 საათზე დაიწყება.

ამ დროისთვის სხდომის დღის წესრიგი უცნობია, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი კახეთში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოზე მოისმენს ანგარიშს. მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ ასევე სოციალურ და ეკონომიკური საკითხებზე.