IRI-ის კვევის მიხედვით, გამოკითხულთა 94% ეკლესიას ენდობა

საქართველო, თბილისი - 2012-07-25 18:24:00

საერთაშორისო-რესპუბლიკურმა ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 94% ეკლესიას ენდობა, 89% - ჯარს, 88% - პოლიციას, 69% - პრეზიდენტის ადმინისტრაციას, 66% - საქართველოს მთავრობას, ხოლო 65% - პარლამენტს.

შეგახსენებთ, რომ კვლევა საერთაშორისო-რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. კვლევის დროს 1 500 ადამიანი გამოიკითხა. აღნიშნულ მონაცემებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.