საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ასევე მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ პროექტს: "საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სესხის ხელშეკრულება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი II) და "საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სესხის ხელშეკრულება (განსაკუთრებული ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა-პროექტი II).
წარმოდგენილი საკითხების თაობაზე მსჯელობას პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაგრძობს.